09:33 - 07 Jul, 2026
|
2022-10-05 14:13:20, 1797 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო
ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ ტელეგრამის ვიდეომიმართვაში განაცხადა. გაიდაის თქმით, ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია. "ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაცია დაიწყო. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა რუსული არმიისა და რუსი ოკუპანტებისგან", - განაცხადა გაიდამ. რომელი დასახლებების გათავისუფლება შეძლო უკრაინის სამხედრო ძალამ, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ტელეგრამის ვიდეომიმართვაში დაუკონკრეტებია. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, უკრაინის არმიამ განაგრძო შეტევა და რამდენიმე რეგიონში ახალი დასახლებები გაათავისუფლა. გათავისუფლებულ ადგილებს შორისაა ხერსონის რეგიონის რვა დასახლება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)