17:10 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 12:37:37, 1289 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ​ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, სინამდვილეში, ორ აგურს დაიჭერს, რომელსაც თავში შემოირტყამს

ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, სინამდვილეში, ძალიან მალე დაიჭერს ორ აგურს, რომელსაც თავში შემოირტყამს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, რუსული ხელისუფლება უკვე დამარცხებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ძალიან ცოტა დრო დარჩა, ვინაიდან მელია ფიქრობს, რომ ეს მათი ბოლო ჟამია. 

"რუსი ოლიგარქი, რუსული ხელისუფლების სულის ჩამდგმელი, მსოფლიო დონის ექიმს არ უშვებს სააკაშვილთან და მას ჰგონია, ამ ნაბიჯით ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერს, მისდა საუბედუროდ ის ასე ფიქრობს. ერთის მხრივ ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით, როცა ღიად ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ რეგულაციას, ადამიანურ მიდგომას, თავის აგრესიულ ელექტორატს გაამხნევებს და მეორეს მხრივ, მიჩქმალავს სააკაშვილის რეალურ მდგომარეობას. ამით ის ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, სინამდვილეში, ივანიშვილი ძალიან მალე დაიჭერს ორ აგურს, რომელსაც თავში შემოირტყამს. ძალიან ცოტა დრო დარჩა, ძალიან გვინდოდა,რომ რუსული ხელისუფლება უკვე დამარცხებული ყოფილიყო, სამწუხაროდ, ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს ხელისუფლებას,მაგრამ ეს არის ბოლო ჟამი",- განაცხადა მელიამ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics