17:10 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 20:53:11, 1064 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის და ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ

რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის და ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ. ათი პროცენტი გაიგო იმის, რაც ხდება სინამდვილეში. მე, დღეს, ამასთან დაკავშირებით, არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. ბატონი რომანი ამ საქმიანობით არის დაკავებული - მოკრავს ყურს რაღაცას, კარგად ვერ იგებს და დამახინჯებულ ინფორმაციას გადმოსცემს ხოლმე,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ  ,,ხალხის ძალის’’ წევრები, მოძრაობის გაფართოებასთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთებას აპირებენ, მდინარაძემ რომან გოცირიძის მიერ არასწორად გაგებული ინფორმაცია უწოდა. 

,,გაახმოვანა ის ინფორმაცია, რასაც მოჰკრა ყური და შემდეგ განავრცო. როდესაც იქნება გადაწყვეტილება, მაშინ გაიგებთ. აქედან გამომდინარე, მე თქვენი კითხვის საპასუხოდ არ ვაპირებ რაიმე კონკრეტიზაციის შემოტანას. ბატონი რომანის ინფორმაციას, შეგიძლიათ, ათ პროცენტს ხანდახან ენდოთ. დარწმუნებით კი არა, მე ზუსტად ვიცი ყველაფერი. ვერ გეტყვით, თუ არ გეტყვით, ეს მე უკვე გითხარით. როცა იქნება შესაბამისი სვლები, თუ ცვლილებები, თქვენ ამას გაიგებთ,’’ - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics