18:17 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 20:11:34, 1066 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ჩემი პროგნოზი ახდა, მაქსიმუმ დღეს-ხვალ ლიმანი დაეცემა და გაიხსნება გზა ლუგანსკის ოლქის სწრაფი გათავისუფლებისთვის

ჩემი პროგნოზი ახდა. მაქსიმუმ დღეს-ხვალ ლიმანი დაეცემა და გაიხსნება გზა ლუგანსკის ოლქის სწრაფი გათავისუფლებისთვის. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქი იანპოლი აიღეს და ლიმანი მთლიანად ალყაშია.

ჩემი პროგნოზი ახდა. მაქსიმუმ დღეს-ხვალ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქალაქი ლიმანი დაეცემა და გაიხსნება გზა ლუგანსკის ოლქის სწრაფი გათავისუფლებისთვის. ქალაქი იანპოლი აიღეს და ლიმანი მთლიანად ალყაშია. ლიმანისა და მიმდებარე ტერიტორიების გათავისუფლება უფრო დიდი გამარჯვება იქნება, ვიდრე ხარკოვის მთელი ოლქის გამოხსნა.
ყველას გვაქვს ძალიან დიდი სიხარულის საფუძველი. უკრაინა იმაზე სწრაფად იმარჯვებს ვიდრე მეც კი მოველოდი.
ამასობაში, ამერიკამ ბრძოლის ველზე ჰაიმარსებუს რაოდენობა გააორმაგა. ჰაიმერსებს, ვინაიდან ისინი ბორბლებზე მოძრაობენ, საერთოდ არ ეშინიათ ზამთრის მაშინ, როცა რუსული მუხლუხოვანი ტექნიკა ჩაეფლობა.
გერმანიამ უკრაინას მსოფლიოში საუკეთესო ანტისატანკო ჭურვები მიაწოდა. რუსებმა მათ განსაიარაღებლად შექმნეს რობოტი და დიდი ზარ-ზეიმით გაუშვეს ეს რობოტი ბრძოლის ველზე. სამი რობოტი პირველივე სამ ჭურვზე აფეთქდა და ახლა მოსკოვმა რობოტების პროგრამა შეაჩერა. ესეც შენი რუსული ტექნოლოგია
ჩემი პროგნოზით, წლის ბოლომდე დონეცკიც და ლუგანსკიც თავისუფალი იქნება და იქ აღიმართება ჩვენი უკრაინული დროშა.
დიდება უკრაინას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics