19:55 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 19:23:25, 804 ნახვა

პოლიტიკა
მუხთარლი - ჩვენ მოვითხოვთ მინისტრი ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას

ჩვენ მოვითხოვთ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას. - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლმა განაცხადა.

მისივე თქმით, სოსო გოგაშვილმა მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ მისი მოტაცება სწორედ გომელაურის ორგანიზებული იყო.

"ჩვენ მოვითხოვთ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას. როგორც იცით, სოსო გოგაშვილმა მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ ჩემი მოტაცება სწორედ გომელაურის ორგანიზებული იყო. ახლა გომელაური შს მინისტრია და მას შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს გენერალურ პროკურორზე. მე მინდოდა, დაწვრილებით გავცნობოდი სოსო გოგაშვილის ჩვენებებს, რაზეც თავდაპირველად პროკურატურამ მითხრა, რომ პრობლემა არ იქნებოდა. თუმცა, როდესაც მივედით პროკურატურაში, ამაზე უარი გვითხრეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მიღებულ იქნა მთავრობის ზეწოლის ქვეშ, რადგან მათ გომელაურის შენარჩუნება უნდათ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. დემოკრატიულ ქვეყნებში, როდესაც მინისტრი თავად არ მიდის თანამდებობიდან, მისი გათავისუფლება შეუძლია პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ეს არ მოხდა"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, 30 მაისს დააპატიმრეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics