01:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 16:00:50, 754 ნახვა

მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, პუტინსა და ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ

კრემლი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ შეხვედრისას, ბელარუსის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ ტერიტორიად აღიარების საკითხი განიხილეს. 

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, „ეს თემები არ განხილულა“.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში არც ყირიმის აღიარებაზე იყო საუბარი.

„ეს არის აბსოლუტურად შიდა საკითხი, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველით, რომ ჩვენი ბელარუსი თანამებრძოლები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - დასძინა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი თქმით, "მეგობრებთან ურთიერთობის განმტკიცება უმნიშვნელოვანესი პროცესია და აფზახეთი არ უნდა იყოს მიტოვებული", .

გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics