19:55 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 14:15:04, 841 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - ლუკაშენკოს შევახსენებ, რომ ვიზიტი აფხაზეთში დაუშვებელია, ჩვენი სახელმწიფო ამას შეუმჩნევლად ვერ გაატარებს

მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ვიზიტს შეუმჩნევლად ვერ გაატარებს,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რათა გაირკვეს, ეს ერთჯერადი „ვიზიტია“, თუ სხვა რამ იგეგმება.

„მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ვიზიტს ვერ შეიწყნარებს, ვერც შეუმჩნევლად გაატარებს. ვინც არის საგარეო ურთიერთობების პასუხისმგებელი, აკეთებს ყველაფერს, იქნებიან ესენი, ქვეყნის გარეთ მყოფი დიპლომატები თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი მთავრობა და შესაბამისი უწყებები. ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ გამოირკვეს ეს არის ერთჯერადი, დაუშვებელი და დასაგმობი ვიზიტი, თუ სხვა რაღაც არის დაგეგმილი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებროებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შესაძლოა, იყოს მიმართული. რასაკვირველია, ეს ასე ვერ დარჩება და კიდევ ერთხელ ყველამ ერთად, აქ ალბათ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვინ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდაგავართ, უნდა ვიყოთ ერთსულოვნები. ღიად ვთქვათ, რომ ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი, გარდა იმისა, რომ ეს უკანონოა, პირდაპირ არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული“,- განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი თქმით, "მეგობრებთან ურთიერთობის განმტკიცება უმნიშვნელოვანესი პროცესია და აფზახეთი არ უნდა იყოს მიტოვებული", .

გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics