19:55 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 21:29:11, 952 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - კატეგორიულად ვგმობ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან

კატეგორიულად ვგმობ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს აზიანებს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს.

"კატეგორიულად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics