03:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 14:59:55, 1102 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთის მთავრობამ სლოვაკეთის საზღვრებზე დროებითი კონტროლი დააწესა

ჩეხეთის მთავრობამ სლოვაკეთის საზღვრებზე დროებითი კონტროლი დააწესა, რათა ქვეყანაში არალეგალური მიგრანტების შესვლა არ მოხდეს.

უწყების ცნობით, არალეგალური მიგრანტების მზარდი რაოდენობა ჩეხეთის საზღვარს კვეთს, რომელთა უმეტესობა ევროკავშირში თურქეთიდან ჩამოსული სირიელები არიან.

„რაც ჩვენ განვიცდით არის უპრეცედენტო ვითარება არალეგალური მიგრაციის კუთხით. 2022 წლის დასაწყისიდან პოლიციამ ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სულ 11 000 არალეგალური მიგრანტი დააკავა“, - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა.

მათივე ინფორმაციით, არალეგალურ მიგრაციასთან ერთად მოდის ორგანიზებული დანაშაული, როგორიცაა კონტრაბანდა, რომელიც ასევე ბოლო დროს გაიზარდა.

მთავრობას ასევე სურს განიხილოს საკითხი ვიშეგრადის პარტნიორებთან - სლოვაკეთთან, პოლონეთთან, უნგრეთთან - ასევე ავსტრიასთან, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მინისტრის ინფორმაციით, არალეგალური მიგრაციის ნაკადის წინაშე დგას ავსტრიაც.

”ჩვენ, როგორც (ევროკავშირის საბჭოს) თავმჯდომარე ქვეყანა მოვუწოდებთ ევროკომისიას, მოლაპარაკება გამართოს ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის ევროკავშირის არაწევრებთან,” - დასძინა რაკუშანმა და თქვა, რომ მისი მიზანია მიგრაციის კონტროლის ქვეშ მყოფი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics