03:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 12:10:07, 1157 ნახვა

მსოფლიო
ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა

საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, საქართველოსკენ მომავალი მანქანების რიცხვი იზრდება. ამასთან, რუსეთის მოქალაქეებს საზღვარის ფეხით გადაკვეთის უფლება მისცეს.

„ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ჩატარდა შეხვედრა ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო ავტოინსპექციის ხელმძღვანელის, რუსეთის ფედერაციის ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის ჩრდ. ოსეთის რესპუბლიკა ალანიას სასაზღვრო სამმართველოსა და ჩრდ. ოსეთის საბაჟოს ხელმძღვანელობის მონაწილეობით. 

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს რომ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილების ნაკადი სერიოზულად იზრდება. მიღებული ზომების მიუხედავად, რომელთა შორისაა საგზაო პოლიციისა და საპატრულო-საპოსტო სამსახურის სადღეღამისო მოვალეობის გაზრდა, ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება, რაც მოითხოვს დამატებითი ზომების მიღებას მოქალაქეების უსაფრთხოების ორგანიზებისთვუს.

ამ მიზნით, ასევე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების რისკებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაჩენის შემცირებისთვის, შეხვედრაზე მონაწილეებმა გადაწყვიტეს მოქალაქეებს საზღვარზე ფეხით გადასვლის უფლება მისცენ, ასევე დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები სასაზღვრო მოძრაობის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით. ამას გარდა, გამშვებ პუნქტზე, უახლოეს მომავალში განთავსდება სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics