03:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 17:29:51, 1263 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი რუსეთის მობილიზაციაზე - კილომეტრიანი რიგები ქვეყნიდან გასასვლელად, მხოლოდ მე-5 დღეს - ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე

ეს ხდება მხოლოდ მე-5 დღეს - ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ არსებულ ვითარებას.

პოდოლიაკი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ფედერაციაში ქვეყნის დატოვების მსურველთა კილომეტრიან რიგებსა და საპროტექსტო აქციებზე. 

„კილომეტრიანი რიგები ქვეყნიდან გასასვლელად; ხალხი სახლებიდან გაჰყავთ; საპროტესტო აქციები დაიწყო ნაციონალურ რესპუბლიკებში; იყო სროლა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში; ასევე, იყო ათასობით საჩივარი უკანონო გაწვევის, აღჭურვილობისა და სწავლების ნაკლებობის შესახებ. მხოლოდ მე-5 დღეს. ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა. 

ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც ექვემდებარება „ნაწილობრივი“ მობილიზაციის კრიტერიუმებს და ცდილობს რუსეთის დატოვებას, საზღვრებზე შეტყობინებების გაცემა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით მათ გასვლა ეკრძალებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics