|
2022-09-23 21:15:17, 1796 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპანტებთან თანამშრომლობის ფაქტების 1 600-ზე მეტ საქმეს იძიებს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპანტებთან თანამშრომლობის ფაქტების 1 600-ზე მეტ საქმეს იძიებს. - ამის შესახებ SBU-ს პრესსპიკერმა, არტემ დეხტიარენკომ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 420 ადამიანი უკვე სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. „SBU-ს მასალების მიხედვით, დაახლოებით 420 ადამიანი, რომელთა მიმართ ჩვენმა გამომძიებლებმა შეაგროვეს თანამშრომლობისა და ღალატის მტკიცებულებები, მალე სასამართლო განაჩენს მიიღებს. დანაშაულის ხარისხიდან გამომდინარე, მათ მოუწევთ გისოსებს მიღმა 15 წლის გატარება, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)