|
2022-09-23 18:00:46, 1818 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი რუსეთის „რეფერენდუმზე“ - ოკუპანტებმა დაკეტეს ქალაქები, ხალხს წასვლის საშუალებას არ აძლევენ, რომ ხმები არ დაკარგონ
ოკუპანტებმა დაკეტეს ქალაქები, ხალხს წასვლის საშუალებას არ აძლევენ, რომ "ხმები" არ დაკარგონ, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ "რეფერენდუმზე" განაცხადა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ხმებს აგროვებენ მოსახლეობის ბინების სამზარეულოებში და ეზოებში, ვინაიდან უფრო მარტივია მათი იძულება. "რაშისტებმა დაიწყეს "არჩევნები არჩევნების გარეშე". „ხმას იღებენ“ სამზარეულოშიც და ეზოშიც. ოკუპანტებმა დაკეტეს ქალაქები, ხალხს წასვლის საშუალებას არ აძლევენ, რომ "ხმები" არ დაკარგონ. "კენჭისყრა" დღეს "გარეუბნებში ორგანიზებულ ადგილებში" დაიწყო. ეს უფრო ადვილია – აავსებენ რამდენიმე ქაღალდს ბინებსა და ეზოებში სამზარეულოში. უკიდურესად უცნაურად გამოიყურება. კონფიდენციალურობა სრულად დარღვეულია.ოკუპანტები მოსახლეობას არ აძლევენ ლუგანსკის ოლქში რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქების დატოვების საშუალებას, რათა არცერთი ხმა არ დაკარგონ. ყველა მონაწილე დაისჯება!", - წერს გაიდაი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოკუპანტი რუსეთი უკრაინის 4 ოლქში ე.წ "რეფერენდუმს" ატარებს. კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)