|
2022-09-23 17:27:15, 1578 ნახვა
ომი უკრაინაში
ერდოღანი - ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინელ სამხედროებზე გავცვალეთ, თურქეთიდან რუსეთში გავაგზავნეთ
ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინელ სამხედროებზე გავცვალეთ თურქეთიდან რუსეთში გავაგზავნეთ. - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ომის დასასრულებლად. "ეს ყველა ჩვენი სტუმარია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მათგანზე, მედვედჩუკზე. ჩვენ ის რუსეთის ფედერაციაში გავაგზავნეთ და მტკიცედ ვაგრძელებთ პროცესს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)