14:36 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 13:58:17, 1127 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - საზოგადოებრივ სამუშაოებზე 23 000-ზე მეტი პირი დასაქმდა

„20 სექტემბრის  მდგომარეობით,  საზოგადოებრივ სამუშაოებზე,  23 000-ზე მეტი  სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირი დასაქმდა.  4 316-მა ადამიანმა კი მოახდინა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზება“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. 

მინისტრის თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოების მიზანია, შექმნას დროებითი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ხანგრძლივად უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ამ პროგრამის შედეგი ორმაგია: მოკლევადიანი დასაქმებით შემოსავლის გაზრდა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, ან არსებულის გაუმჯობესების გზით, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა. 

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2022 წლის 1-ლ მარტს ამოქმედდა და ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას საზოგადოებრივ სამუშაოებზე, ღია შრომის ბაზარზე, მოკლევადიანი პროფესიული კურსების ორგანიზებას და არაფორმალური დასაქმების ფორმალიზებას. ამ შეთავაზებებიდან ერთ-ერთის არჩევის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარები, 4 წლის განმავლობაში,  ყველა იმ სარგებელს ინარჩუნებენ, რასაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველ პირებს სთავაზობს. 

ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება. მინისტრი საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა  დასაქმების პროგრამის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics