04:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 13:39:02, 1288 ნახვა

მსოფლიო
„რა თქმა უნდა ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლისშვილია“ - ლავროვი ზელენსკის მიმართ აშშ-ს პოლიტიკაზე

ის რა თქმა უნდა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლისშვილია, - ასე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართ.

როგორც ლავროვა გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლსას განაცხადა, განსაკუთრებით "ცინიკურია" იმ სახელმწიფოების პოზიცია, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ამარაგებენ.

"განსაკუთრებით ცინიკურია იმ სახელმწიფოების პოზიცია, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ამარაგებენ. ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების პერსონალს ამზადებენ, მიზანი აშკარაა, საომარი მოქმედებების მაქსიმალურად გაჭიანურება, რუსეთის დაშლისა და დასუსტების მიზნით. ეს ნიშნავს დასავლეთის ქვეყნების უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში, ეს მათ მხარედ აქცევს. დაუსჯელი რჩება კოლექტიური კონფლიქტის მიზანმიმართული გაღვივებაც ისე მართალია ბატონებო, თქვენს თავს ხომ არ დასჯით. შეერთებული შტატები და მის მოკავშირეები, საერთაშორისო უფლებადამცველი ინსტიტუტების თანხმობით სისტემატურად ფარავდნენ კიევის რეჟიმის დანაშაულებს 8 წლის განმავლობაში და აყალიბებდნენ თავიანთ პოლიტიკას ზელენსკი მიმართ, ცნობილი ამერიკული პრინციპით: ის რა თქმა უნდა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლისშვილია" - განაცხადა ლავროვი.

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20 სექტემბერს გაიხსნა. მისი დღის წესრიგის უმთავრესი თემაა ომი უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics