04:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 12:24:37, 1401 ნახვა

მსოფლიო
ჰააგის სასამართლოს პროკურორი - უკრაინაში ნიურნბერგის ექო ჟღერს

"უკრაინაში ნიურნბერგის ექო ჟღერს'' - ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა.

კარიმ ხანის თქმით, ომის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, უკრაინაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულები კი, სწორედ ჰააგის სასამართლოს ექვემდებარება.

"ნიუმბერგის ექო, რომელიც ყველამ უნდა გაიგოს, ახლა ხმამაღლა ჟღერს უკრაინაში. ომის დანაშაულებს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა და მათზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ ტანჯვას, განადგურებას და ეს აძლიერებს ჩემს რწმენას, რომლის თანახმადაც, არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩადენილია დანაშაულები, რომლებიც სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაში გვხვდება" - აცხადებს კარიმ ხანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics