06:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 11:07:55, 1155 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედია - იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი საფლავებიდან 338 ცხედარი ამოასვენეს

იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი საფლავებიდან 338 ცხედარი ამოასვენეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ხარკოვის ოლქის პროკურორის, ალექსანდრე ფილჩაკოვზე დაყრნობით ავრცელებს.

მისი თქმით, მასობრივი საფლავიდან 320 მშვიდობიანი მოქალაქისა და 18 სამხედროს ცხედარია ამოსვენებული.

„ძალიან დიდი რაოდენობით ცხედარია ამოსვენებული, ნაღმ-ასაფეთქებელი დაზიანებებით, ასევე ბევრი  ძვლის მრავლობითი მოტეხილობით და წამების ნიშნებით”,- განაცხადაფილჩაკოვმა.

ფილჩაკოვის თქმით, აღმოჩენილ 445 საფლავში, 2 ან 4 ადამიანი ერთდროულად იყო დაკრძალული.

მისივე თქმით, ​ექსჰუმაციის სამუშაოები 23 სექტემამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ იზიუმში, საიდანაც რუსული არმია გაიქცა, 440-ზე მეტი ცხედრის მასიური საფლავები აღმოაჩინეს.

სპეციალურ ვითარებაში გაუჩინარებულ პირთა საკითხთა კომისარის, ოლეგ კოტენკოს განაცხადებით, დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, გადააჭარბოს ბუჩას ტრაგედიას.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა  Reuters-ი კორესპონდენტები იტყობინებიან, მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილს ყელზე თოკი აქვს მოხვეული, ხელები კი შეკრული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მათგანი დაბომბვისა და ავიაიერიშების შედეგად არ დაღუპულა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics