13:11 - 07 Jul, 2026
|
2022-09-22 10:24:45, 1968 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს შეუტიეს - ზოგიერთი ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს ზაპოროჟიეს. დილით ქალაქსა და რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ტელეგრამში ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა . "მტერმა დაარტყა რაიონულ ცენტრს. მსხვერპლთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ირკვევა", - წერს ის. ადგილობრივი საზოგადოება წერს, რომ ზოგიერთ რაიონში შუქი ჩაქრა და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს გუშინ, 21 სექტემბერსაც შეუტიეს და რაკეტები დაუშინეს. ამის შემდეგ, ისინი ინფრასტრუქტურულ ობიექტებში შევიდნენ .
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)