|
2022-09-22 09:49:32, 1730 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა საუდის არაბეთს გადასცა ტყვედ ჩავარდნილი უცხოელები, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინაში
რუსეთმა საუდის არაბეთის მეფისნაცვლის, მუჰამედ ბინ სალმანის შუამავლობით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვედ ჩავარდნილი 10 უცხოელი გაათავისუფლა. საუდის არაბეთში თვითმფრინავით ჩამოვიდა ბრიტანეთის ხუთი მოქალაქე, ორი ამერიკელი, მაროკოელი, შვედი და ხორვატი. გათავისუფლებულთა შორის არიან ბრიტანელები შონ პინერი და ეიდენ ესლინი, ასევე მაროკოს მოქალაქე ბრაჰიმ საადუნი. ივნისში, თვითგამოცხადებული დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სასამართლომ მათ სიკვდილი მიუსაჯა მერკენარიზმისთვის. გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ისინი ჩამოდიან თვითმფრინავიდან და ხელს ართმევენ საუდის არაბეთის ჩინოვნიკებს. მარიუპოლის დამცველი აზოვსტალის გმირების რუსეთის ტყვეობიდან დახსნა, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი რაც, მოსკოვს პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვეჩუკი გადაეცა. - ამის შესახებ, უკრაინული მედია წერს. რუსი ოკუპანტებისგან აზოვსტალის დამცველები, სვიატოსლავ პალამარი, საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და აზოვის პოლკის მეთაურუ დენის პროკოპენკოც გათავისუფლდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)