14:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 17:27:00, 1167 ნახვა

საზოგადოება
„ჩემი ადვოკატი“ მედიაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობას გეგმავს

თბილისის მერიის ა(ა)იპ-ს „ჩემი ადვოკატი“ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, „ჩემი ადვოკატი“ მედიაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობას გეგმავს.

მერიის ცნობით, მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც მედიატორის დახმარებით, დავების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას გულისხმობს. მედიატორი მხარეებს პრობლემის აღმოჩენაში, მოლაპარაკების წარმართვასა და მათთვის მისაღები შედეგის მიღწევაში ეხმარება. მოქალაქე სწრაფად და დაბალი ფინანსური დანახარჯით, წარმოშობილ დავას თავად აგვარებს. 

„ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე წელია ჩართულია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდის მხარდაჭერის პროცესში, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ მედიაცია ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სასამართლოებში მიმართვიანობით გადატვირთულობის საკითხის მოგვარებას, არამედ, წარმოადგენს ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ გზას“, - განაცხადა „ჩემი ადვოკატის“ დირექტორმა, მარინა ბერაძემ.
  
"ორგანიზაცია „ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით უფასო იურიდიულ დახმარებას, დაახლოებით, 20 000 მოქალაქეს უწევს, რადგან მნიშვნელოვანია მედიაციის არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ხელშეწყობა, არამედ აღნიშნული ინსტიტუტის პრაქტიკულ დონეზე განვითარების მხარდაჭერაც. 

მემორანდუმის ფარგლებში, „ჩემი ადვოკატი“ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის და მედიაციის მეშვეობით, დავების გადაწყვეტასაც შესთავაზებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics