06:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 11:49:26, 1090 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დააანონსეს

რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დააანონსეს,- ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „Spring“-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

აქტივისტები რუსებს ქვეყნის ყველა ქალაქში საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდებენ. 

აქცია დღეს, 21 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზეა დაგეგმილი.

„ვლადიმერ პუტინმა ახლახან გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს კაცს - ჩვენს მამებს, ძმებს და ქმრებს - ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩააგდებენ. რისთვის დაიღუპებიან ისინი? პუტინის სასახლისთვის?“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics