06:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 11:26:40, 1269 ნახვა

მსოფლიო
ლიზ ტრასი - ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ უფრო გაზრდის

ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ უფრო გაზრდის,- ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბრიტანული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, ტრასმა პირველი მოგზაურობის დროს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, უკრაინის კონტრშეტევის წარმატებაზე მიუთითოს, როგორც მტკიცებულება, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინელ ხალხს პარტნიორების მხარდაჭერით.

„ჩემი გზავნილი უკრაინელ ხალხს: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“,- განაცხადა ტრასმა.

შეკითხვაზე თუ რას ელოდება აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისგან, ტრასმა განაცხადა: „ნომერ პირველი საკითხი გლობალური უსაფრთხოებაა: დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად გავუმკლავდეთ რუსულ აგრესიას და დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, პუტინი კი - არა“.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი უკრაინის „სამხედრო დონორია“, რომელმაც კიევს 2.3 მილიარდი ფუნტი, ასობით რაკეტა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და არალეტალური სამხედრო აღჭურვილობა გადასცა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics