15:15 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 11:34:29, 954 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ჟურნალისტებს - ღირსეული ადგილი გვაქვს ევროპულ სასამართლოებს შორის - თქვენ გინდათ ეპატაჟური კითხვებით გახვიდეთ ფონს

გინდათ ეპატაჟური კითხვებით გახვიდეთ ფონს და ის რეალური ფუნქცია, რაც აქვს მედიას, რომ მოქალაქეების ინფორმირება სრულფასოვნად მოახდინოს, არ გინდათ რომ შეასრულოთ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს სასამართლო სისტემაზე საუბრისას.

თალაკვაძის თქმით, საქართველო ევროპულ სასამართლოებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს. 

"საქართველოს აქვს ღირსეული ადგილი ამ რეიტინგებში ევროპულ სასამართლოებს შორის. შესაბამისად, სიტუაციის დრამატიზება და ამ სფეროში ხელოვნური დაძაბულობის შექმნა, რომ თითქოს ჩვენ სასამართლო არ გვაქვს და თითქოს სასამართლო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ვფიქრობ, რომ უსაფუძვლოა. თქვენ გინდათ ეპატაჟური კითხვებით გახვიდეთ ფონს და ის რეალური ფუნქცია, რაც აქვს მედიას, რომ მოქალაქეების ინფორმირება სრულფასოვნად მოახდინოს, არ გინდათ რომ შეასრულოთ. თქვენი არჩევანია, ჩვენ მოქალაქეებს მაინც ავუხსნით, თუ რა ცვლილებები მოხდა სასამართლო სისტემაში", - ამბობს  არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა „მთავარი არხის“ ეთერში გასულ განცხადებას, რომელშიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში რუს ქალს დაარტყა
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics