07:19 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-18 18:32:40, 1016 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე - მშვიდობა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა იარაღს დადებენ და დიალოგს დაიწყებენ

მშვიდობა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა იარაღს დადებენ და დიალოგს დაიწყებენ,- ასე გამოეხმაურა რომის პაპი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტს.

პაპის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„ძალიან შოკირებული ვარ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლოდროინდელი შეტაკებების გამო. ჩემს სულიერ სიახლოვეს გამოვხატავ გარდაცვლილთა ნათესავებთან და მოვუწოდებ მხარეებს პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მშვიდობა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა იარაღს დადებენ და დიალოგს დაიწყებენ,- განაცხადა პაპმა.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს.

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში.

დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან.

მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 135, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 77 სამხედრო დაიღუპა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics