23:12 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 13:57:56, 985 ნახვა

პოლიტიკა
მელია - კობახიძე ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ რუსულ ოცნებას მისცეს ხმა!

კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, კობახიძე ამ განცხადებით ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ „ქართული ოცნებას კი არა, რუსულ ოცნებას მისცეს ხმა".

"მხოლოდ რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას! 
კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი სხვა ქვეყანაში - უკრაინაში შეიჭრა და ისვრის, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს,  უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი - საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა რომ გაიგოს! 

მჯერა, კობახიძის ამ განცხადებამ ისევე გააოგნა ქართული ოცნების მხარდამჭერების
დიდი ნაწილი, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი. 

კობახიძე ამ განცხადებით,  „ქართული ოცნების ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ „ქართული ოცნებას კი არა, რუსულ ოცნებას მისცეს ხმა!",- წერს მელია. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ 'როდესაც ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics