23:12 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 13:43:28, 1050 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება, ჩემი მოსმენა კიდევ შეიძლება საინტერესო იყოს

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება. აბსურდულია, განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მისი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, იმიტომ რომ „ბევრი ინფორმაციის მატარებელია, ბევრ გადაწყვეტილებას იღებს და ბევრ ადამიანთან აქვს კომუნიკაცია”.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება. აბსურდულია, განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ და ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო გარკვეული სისტემური სერიოზული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს და მე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე როდესაც იყო ეს სისტემური პრაქტიკა, უმძიმესი პრაქტიკა დანერგილი, მაშინ ერთი, რომ უსმენდნენ და მერე ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ და სწორედ ასეთი ფორმით ,მოქმედებდნენ მაშინ რეპრესიული რეჟიმი. სწორედ ეს რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა, ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში არ გვჭირდება, იმიტომ რომ რეპრესიული რეჟიმი არ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, ვიღაცები როდესაც ავლებენ პარალელებს ეს არის ცარიელი სპეკულაცია, როდესაც ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია გასაგებია, პრეზიდენტი ამას რომ ვერ ხვდება გასაგებია, რომ ამას ამოძრავებს იგივე დღის წესრიგი, რაც ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას”,- განაცხადა კობახიძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics