|
2022-09-14 17:40:00, 1743 ნახვა
ომი უკრაინაში
სტეფანიშინა - რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების განახლებას ჯიუტად სთავაზობდა
რუსეთის აგრესიული ქმედებების პარალელურად მოლაპარაკებების ბერკეტები განსხვავდება იმისგან, რაც თებერვალში იყო. - ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობდა. "რუსეთის ოფიციალური პირების სხვადასხვა ჯგუფებისგან იყო როგორც საჯარო, ასევე არასაჯარო მცდელობები. უკრაინა არასდროს დაშორებულა მოლაპარაკებებს, მაგრამ იმ დანაშაულებების სიმძიმის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთმა ჩვენს მიწაზე ჩაიდინა და ყოველთვიურად აგრძელებს, მოლაპარაკებების ბერკეტები განსხვავდება იმისგან, რაც თებერვალში იყო". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)