|
2022-09-13 10:33:48, 1690 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ დაამარცხა ყველაზე პრესტიჟული რუსული არმია, რომელიც გაწვრთნილი იყო მოსკოვის დასაცავად - ბრიტანეთის დაზვერვა
ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამარცხეს რუსეთის ფედერაციის პირველი გვარდიის სატანკო არმია, რომელიც გაწვრთნილი იყო მოსკოვის დასაცავად და ნატო-სთან საბრძოლველად. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება . დაზვერვის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში ხარკოვის რეგიონიდან გაყვანილი რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იყო 1-ლი გვარდიის სატანკო არმიიდან, რომელიც დაქვემდებარებული იყო რუსეთის ფედერაციის დასავლეთ სამხედრო ოლქში. „პირველ გვარდიულ სატანკო არმიას დიდი დანაკარგები განიცადა შეჭრის საწყის ეტაპზე და სრულად არ იყო აღდგენილი ხარკოვში უკრაინის კონტრშეტევამდე“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე აღინიშნება, რომ 1-ლი გვარდიის სატანკო არმია იყო ყველაზე პრესტიჟული რუსული არმია, მისი შემადგენლობიდან სამხედრო პერსონალი გაწვრთნილი იყო მოსკოვის დასაცავად, ნატო-სთან ომის შემთხვევაში კონტრშეტევების განსახორციელებლად. დაზვერვის ცნობით, მას შემდეგ, რაც 1-ლი გვარდიის სატანკო არმია და დასავლეთის სამხედრო ოლქის სხვა ფორმირებები მძიმედ დაზიანდა, სერიოზულად დასუსტებულია რუსეთის ფედერაციის ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების დანაყოფები, რომლებიც ნატო-ს დასაპირისპირებლად არიან განზრახული.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)