|
2022-09-12 18:02:12, 2294 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო სამხედროების მიერ თავდაცვის ძალების მასობრივად დატოვებას უარყოფს
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და ბოლო პერიოდში, სამხედროების მიერ თავდაცვის ძალების მასობრივად დატოვებას უარყოფს. უწყების ცნობით. აღნიშნული ინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს, სამხედროების ზრუნვის მიმართულებით გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს, რომლებმაც არსებითად გააუმჯობესა სამხედროების ფინანსური, საბინაო, სამედიცინო, საგანმანათლებლო, აღჭურვის, კვების და ა.შ. პირობები. “ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად გააქტიურდა დეზინფორმაციული კამპანია, თითქოსდა თავდაცვის ძალებს მასობრივად ტოვებენ სამხედროები. აღნიშნული დეზინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს, სამხედროების ზრუნვის მიმართულებით გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს, რომლებმაც არსებითად გააუმჯობესა სამხედროების ფინანსური, საბინაო, სამედიცინო, საგანმანათლებლო, აღჭურვის, კვების და ა.შ. პირობები. პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტორების მიერ დაწყებული ჯარის დისკრედიტაციის კამპანია კარგად აჩვენებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების და აღმშენებლობის პროცესის ეფექტურობას. თავდაცვის ძალები წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს და ცხადია, მას ტოვებს სამხედროთა გარკვეული რაოდენობა, თუმცა ასევე ხდება მისი რიგების შევსება. თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ განუმარტავს, რომ გადინებისა და შევსების თვალსაზრისით, მაჩვენებლები სტაბილურია თავდაცვის ძალების ყველა გვარეობის მიმართულებით. ამასთან, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ სამხედროთა პირობების გაუმჯობესებას, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება. სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები არასდროს ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ვიზიტებით, სწავლებებით, თუ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესით. განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წელია, პრაქტიკულად, ქართული ჯარის შესახებ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სწავლებების მიმართულებით, უწყების მიერ მომზადებული მასალების გავრცელება აღნიშნული მედიასაშულებების მიერ არ მომხდარა, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ პოლიტიკურად ბთ მოტივირებულ და ნეგატიურ დღის წესრიგზე,“- ვკიოთხულობთ განცხადებაში. .
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)