|
2022-09-11 17:31:27, 1778 ნახვა
ომი უკრაინაში
ლავროვი - რუსეთი უარს არ ამბობს კიევთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ გაჭიანურება პროცესს ართულებს
რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ კიევის მიერ პროცესის გაჭიანურება, გაართულებს მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია Rossiya-1-ის ეთერში განაცხადა. ლავროვმა დასძინა, რომ მოსკოვის პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასთან და ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა. ლავროვის თქმით, კიევის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინის გამარჯვების შემდეგ შეიძლება. "და მაშინ, როდესაც" რუსეთი დატოვებს უკრაინის მიწებს, "ისინი მზად იქნებიან სალაპარაკოდ, დაგვიყენონ თავიანთი პირობები". "ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, თუმცა ვინც უარს ამბობს, უნდა მიხვდეს, რომ რაც მეტხანს გააჭიანურებენ პროცესს, მით უფრო გაჭიანურდება ჩვენი მოლაპარაკება", - თქვა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)