|
2022-09-11 16:23:48, 1874 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - ხარკოვის ოლქში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე 50 კილომეტრია დარჩენილი
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე უკრაინელი დამცველების წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხარკოვის ოლქში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე 50 კილომეტრია დარჩენილი. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მან ასევე აჩვენა ფოტო, სადაც ნაჩვენებია შეიარაღებული ძალების რამდენიმე ქვედანაყოფის მუშაობის შედეგები, რომლებმაც გაათავისუფლეს სოფლები ბაირაკი, ნოვა ჰუსარივკა, შჩურივკა და ვილხუვატკა. „უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას. სექტემბრის დასაწყისიდან 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა. ხარკოვის მიმართულებით დავიწყეთ წინსვლა არა მხოლოდ სამხრეთისაკენ. და აღმოსავლეთით, არამედ ჩრდილოეთითაც. სახელმწიფო საზღვარზე გასასვლელამდე 50 კმ დარჩა.“ - წერს ზალუჟნი. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი, რომელიც ომის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)