17:41 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-11 13:59:45, 1811 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - ბოლო ხუთ დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე რუსეთმა აპრილიდან მოყოლებული

9 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს ხარკოვის რეგიონში დაახლოებით 2500 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. 

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიპყრო, რაც  აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია. 

 ISW-ის ცნობით, უკრაინულ ძალებს შეუძლიათ გაანადგურონ რუსული პოზიციები იზიუმის გარშემო, თუ ისინი გაწყვეტენ რუსეთის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზებს იზიუმის ჩრდილოეთით და სამხრეთით.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი, რომელიც ომის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics