|
2022-09-10 10:07:24, 1779 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება გავათავისუფლეთ
ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის არმია, დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახური წარმატებით განაგრძობენ აქტიურ მოქმედებებს რამდენიმე ოპერატიული მიმართულებით. „ამჟამად შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს და კონტროლი დაამყარეს 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე ხარკოვის ოლქში. რეგიონის სოფლების ნაწილში ტარდება ტერიტორიის შემოწმების ღონისძიებები, თანდათან კონტროლს ვამყარებთ ახალ დასახლებულ პუნქტებზე - ყველგან ვაბრუნებთ უკრაინულ დროშას და ჩვენი ხალხის დაცვას. არ გვავიწყდება სხვა მიმართულებებიც. სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასშიც, ჩვენი ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც. ვთხოვ უკრაინელებს გათავისუფლებული ტერიტორიიდან - გთხოვთ, აცნობეთ ჩვენი ძალების წარმომადგენლებს თქვენთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია უკრაინულ მიწაზე ოკუპანტების დანაშაულების შესახებ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)