|
2022-09-09 15:54:00, 1802 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობად გადაცმულები ცდილობენ რუსეთში დაბრუნებას
ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობად გადაცმულები ცდილობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნებას. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე თქმით, სადაზვერვო ინფორმაცია აჩვენებს, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. "სადაზვერვო ინფორმაცია აჩვენებს, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. ოკუპანტები ცდილობენ დაჭრილი პერსონალისა და დაზიანებული სამხედრო აჭღურვილობის ევაკუირებას ვიხუვატკასა და ბოროდოიარსკის არეალის ახლომახლოდ. ოკუპანტთა ძალების სამხედრო პერსონალი მშვიდობიან მოსახლეობად გადაცმულები ცდილობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნებას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)