11:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 14:14:50, 1325 ნახვა

მსოფლიო
„ბირთვული იარაღის გაძლიერება არასოდეს დასრულდება“ - ჩრდილოეთ კორეამ თავი ბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა უმაღლესი სახალხო კრების მიერ ბირთვული იარაღის შესახებ კანონის მიღების შემდეგ ქვეყანა  ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოდ გამოაცხადა.

კიმმა პირობა დადო, რომ ქვეყანა "არასოდეს დათმობს" ბირთვულ იარაღს და დენუკლეარიზაციაზე საუბარი არ შეიძლება.ახალი კანონი ასევე ამტკიცებს ფხენიანის უფლებას გამოიყენოს პრევენციული ბირთვული დარტყმები თავის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ წარსულში კიმ ჩენ ინი   იარაღის შეინარჩუნებას მხოლოდ სხვს ქვეყნების განიარაღდებამდე გეგმავდა.

"ბირთვული იარაღი წარმოადგენს სახელმწიფოს ღირსებას, სხეულს და აბსოლიტურ ძალაუფლებას ატომური ძალების ეროვნულ პოლიტიკასთან დაკავშირებული კანონებისა და რეგულაციების მიღება შესანიშნავი მოვლენაა, რადგან ეს არის ჩვენი განცხადება, რომ ჩვენ კანონიერად მოვიპოვეთ ომის შეკავენის უფლება, როგორც ეროვნული თავდაცვის საშუალება. იმპერიალიზმისა და აშშ-სა და მისი მიმდევრების ანტი-ჩრდილო კორეის მანევრების ფონზე, ჩვენი გზა ბირთვული ძალების გაძლიერებისკენ არასოდეს დასრულდება,“- განაცხადა კიმმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics