21:17 - 21 Jul, 2026
|
2022-09-07 21:47:40, 945 ნახვა
პოლიტიკა
საბერძნეთის საგარეო - თურქეთის განცხადებები NATO-ს ერთიანობის რღვევის ნიშანია
თურქეთის დამოკიდებულება NATO-ს დესტაბილიზებისა და ერთიანობის შეფერხების ნიშანია. - ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს ნენდიასმა NATO-ს გენერალური მდივნისთვის, იენს სტოლტენბერგისთვის განკუთვნილ წერილში განაცხადა. მისივე თქმით, ალიანსის სამხრეთ ფლანგს კრიზისის მომენტში ასუსტებს. "თურქეთის დამოკიდებულება NATO-ს დესტაბილიზებისა და ერთიანობის შეფერხების ნიშანია, რომელიც ალიანსის სამხრეთ ფლანგს კრიზისის მომენტში ასუსტებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადება ეხებოდა საბერძნეთს, კერძოდ ეგეოსის ზღვის კუნძულებს, რომელთაც დემილიტარიზებულის სტატუსი აქვთ და შეიარაღებასა და ოკუპაციაში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)