|
2022-09-07 19:51:17, 1778 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2023 წელსაც გაგრძელდება
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2023 წელსაც გაგრძელდება. - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისა და ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენერალ მიხაილო ზაბროდსკმა ერთობლივ სტატიაში განაცხადეს. მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, რუსები ბელარუსის ტერიტორიიდან, ისევ კიევის მიმართულებით წასვლის გეგმებს დაუბრუნდნენ. "რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2023 წელსაც გაგრძელდება. ამჟამად ფრონტზე ვითარება არ ჯდება არც რუსების მიერ დაგეგმილი ბლიცკრიგის და არც 21-ე საუკუნის სხვა ომების ჩარჩოებში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)