|
2022-09-07 15:01:55, 1011 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობთ გვარამიაზე, ის დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითია
არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობთ ნიკა გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის არის დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითი საქართველოში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს სთხოვა ნებართვა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოსანახულებლად, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეუშვეს. "სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოში მთავარი მოთხოვნაა 12 პუნქტში. არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობთ ნიკა გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის არის დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითი საქართველოში. გამჭვირვალობისთვის, მე ვთხოვე იუსტიციის სამინისტროს ციხეში გვარამიასთან შესვლის ნებართვა. გასაკვირი არაა, პასუხი არაადეკვატური/პასუხი არ არის",- წერს ფონ კრამონი. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)