|
2022-09-05 19:09:09, 1685 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები სანქციების მოხსნამდე შენარჩუნდება
გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები სანქციების მოხსნამდე შენარჩუნდებ. - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, სანქციებმა ვითარება იქამდე მიიყვანა, რომ აგრეგატების მომსახურება და გადაადგილება უკვე შეუძლებელია. "თქვენ იცით, რომ პრობლემები დატუმბვასთან დაკავშირებით წარმოიშვა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ჩვენი ქვეყნის და რიგი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, მათ შორის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. სხვა მიზეზები, რომლებიც დატუმბვის პრობლემებს გამოიწვევდა, არ არსებობს. რა თქმა უნდა, სწორედ ეს სანქციები, რომლებიც ხელს უშლის აგრეგატების მომსახურებას, ხელს უშლის მათ გადაადგილებას შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების გარეშე, რაც ხელს უშლის ამ სამართლებრივი გარანტიების გაცემასაც და ა.შ. სწორედ ეს სანქციები, რომლებიც შემოიღეს დასავლეთის სახელმწიფოებმა, სწორედ მათ მიიყვანეს ვითარება იქამდე, რასაც ახლა ვხედავთ" . - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)