|
2022-09-04 18:13:39, 2209 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ევროკომისიის პრეზიდენტს უკრაინის ევროკავშირში მისაღებად საჭირო შეფასების დაჩქარებაზე ვესაუბრე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბარი გამართა. პრეზიდენტის ოფისის ცნობით, მხარეებმა რუსეთის ნავთობისა და გაზის მოულოდნელად მაღალ შემოსავალზე ისაუბრეს. ზელენსკის ცნობით, უკრაინის ევროკავშირში მიღების დასაჩქარებლად, შესაძლოა ევროკომისიამ უკრაინა შვიდი რეკომენდაციას შესრულების შემდეგ, დაჩქარებულად, შეაფასასოს. „ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის მაკროფინანსირების შემდეგი ტრანშის ადრეული გამოყოფა. ასევე სანქციების მე-8 პაკეტის მომზადების აუცილებლობა, რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამავდროულად, უკრაინამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა უნდა განახორციელოს. ევროკომისიამ წარმოადგინა შვიდი რეკომენდაცია აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. კერძოდ, ამ რეკომენდაციებს შორისაა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარება, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაგრძელება, კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის იმპლემენტაციის ხელშესახები შედეგების ჩვენება. , აუდიოვიზუალური კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია, ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონის მიღება და განხორციელება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)