|
2022-09-04 15:24:46, 2280 ნახვა
ომი უკრაინაში
StratCom - ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 3500 რაკეტა გაისროლა
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა 3500 რაკეტა გაისროლა. შესაბამისი ინფორმაცია სტრატეგიული სარდლობის პრესცენტრმა უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ რუსლან სტრელცზე მითითებით გაავრცელა. „ გარდა ადამიანური მსხვერპლისა, რაკეტების აფეთქებებს თან ახლავს ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების გამონაბოლქვი და ფლორისა და ფაუნის დაზიანება“, - აცხადებს სტრელცი. ბოლო მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 200 000 კვადრატული კილომეტრი განაღმვას საჭიროებს. ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის პიროტექნიკამ გაანეიტრალა 186 ათასზე მეტი საბრძოლო მასალა და ორი ათასზე მეტი ბომბი. „ჩვენ ვიგრძნობთ რუსული დაბომბვის შედეგებს უკრაინის ეკოლოგიაზე ათწლეულების განმავლობაში“, - შეაჯამა მინისტრმა. როგორც UNIAN იტყობინება, უკრაინის საჰაერო თავდაცვას ახლა რუსული რაკეტების 50-დან 70%-მდე ჩამოგდება შეუძლია. საჰაერო თავდაცვის 100%-იანი ეფექტურობის უზრუნველყოფა ჯერჯერობით შეუძლებელია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)