|
2022-09-03 16:29:11, 2794 ნახვა
ომი უკრაინაში
Unian - რუს ბავშვებს უნერგავენ სიძულვილს უკრაინელების მიმართ და ამართლებენ რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებულ სისხლიან ომს
რუსეთში დაიწყო პატრიოტული კლასგარეშე კლასების ჩატარება სახელწოდებით „საუბრები იმაზე, რაც მნიშვნელოვანია". - ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. მათივე თქმით, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ „პატრიოტული შეხედულებების“ საფარქვეშ რუს ბავშვებს უნერგავენ სიძულვილს უკრაინელების მიმართ და ამართლებენ რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებულ სისხლიან ომს. "მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს, სჯერათ თუ არა, რომ რუსეთმა დაიწყო ომი ტერიტორიების გულისთვის და სჭირდება თუ არა რუსეთის ფედერაციას ეს მიწები. მოსწავლეები დუმილს განაგრძობდნენ, ქალმა კი თქვა, რომ მოიწონა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)