22:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 13:13:55, 1260 ნახვა

საზოგადოება
საპენსიო სააგენტო განმარტავს, რატომ იყო შეზღუდული წვდომა საპენსიო გვერდებზე და დანაზოგზე

საპენსიო სააგენტოს განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების გამო მომხმარებლებს დროებით შეზღუდული ჰქონდათ წვდომა საპენსიო გვერდებზე და პირად დანაზოგზე. 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია.

"საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს აიტი ინფრასტურქტურის განახლებას. როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია",- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics