13:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-26 16:38:55, 3321 ნახვა

მსოფლიო
Energoatom - ზაპოროჟიეს ერთ-ერთი გაჩერებული ელექტროსადგური ელექტრო ქსელს მიუერთდა და მუშაობა განაახლა

გუშინ გაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე,- ამის შესახებ ბირთვულმა ოპერატორმა Energoatom-მა განაცხადა.

მათი თქმით, ქსელი დღეს, 14:04 საათზე ჩაირთო.

„დღეს, 2022 წლის 26 აგვისტოს, 14:04 საათზე, გუშინ გაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, ელექტროსადგურის მუშებმა ამისთვის დაუღალაავდ იშრომეს და ისინი ნამდვილი გმირები არიან.

„მათ დაუღალავად და მტკიცედ უჭირავთ უკრაინის და მთელი ევროპის ბირთვული და რადიაციულ უსაფრთხოება მხრებზე და თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა მათ მშობლიურ ქვეყანას ჰქონდეს მაცოცხლებელი ელექტროენერგია“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აგვისტოს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

დღის განმავლობაში მიღებულ იქნა ინფორმაცია ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ.

სადგურის გაჩერების ინციდენტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ.

მისივე თქმით, ისტორიაში პირველად, მოხდა ისე, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, რასაც შეიძლებოდა მოყოლოდა რადიაციული ავარიის შედეგები.

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics