23:56 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-25 14:51:51, 1251 ნახვა

საზოგადოება
დაჭრილი პატიმარი, გურამ სვანიძე გარდაიცვალა

პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც თავის არეში მიყენებული ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.

სვანიძე ოპერაციის ჩატარების შედმეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის გასროლა, რომლითაც პატიმარმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, 20 აგვისტოს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, სვანიძემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს ერთ-ერთ ბადრაგს იარაღი წაართვა 2-ჯერ გაისროლა, ხოლო შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აგვისტოს, თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, რომლის მიმდებარე პალატებშიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები იყვნენ განთავსებული, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი ვ.გ. წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი - საშტატო იარაღით.

პროკურატურის ცნობით, მან დერეფანში მყოფ პატიმარს არ მიუთითა, შესულიყო მისი განთავსების პალატაში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა აღნიშნული სივრცე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics