13:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-25 13:24:29, 2452 ნახვა

მსოფლიო
კირბი - რუსეთმა უკრაინაში ე.წ რეფერენდუმი, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაცხადოს

რუსეთმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ რეფერენდუმი, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაცხადოს,- ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 25 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს აპირებს.

„რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურ პირებს დაავალა, რომ ფიქტიური რეფერენდუმების ჩასატარებლად მომზადება დაიწყონ. შესაძლოა, რუსეთმა პირველი ან რამდენიმე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განცხადება უკვე მიმდინარე კვირის ბოლომდე გააკეთოს. პოტენციური ოლქები, სადაც რუსეთმა, შესაძლოა, რეფერენდუმები გამოაცხადოს, არის დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე”,- განაცხადა კირბიმ.

მისივე თქმით, აშშ ელის, რომ რუსეთი რეფერენდუმის შედეგებით მცდარ ინფორმაციას გაავრცელებს, რომ უკრაინელ ხალხს რუსეთთან შეერთება სურს.

„აშშ-მა და საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების ნებისმიერი მცდელობა ლეგიტიმურად არ განიხილება“,- დასძინა პენტაგონის სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი რეფერენდუმების ჩატარებას 11 სექტემბერს გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის პარალელურად, 11 სექტემბერს რუსეთის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics