|
2022-08-23 10:45:10, 885 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და ცეცხლის ლოკალიზება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად, ბორჯომში, ქვაბისხევში იმყოფება, სადაც ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის ღონისძიებები მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესს რთული კლდოვანი რელიეფი და ძლიერი ქარი ართულებს, რის გამოც ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში, სხვა შესაბამის სამსახურებთან ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი მონაწილეობს. ხვალიდან, სამუშაოებში, დამატებით, 80 რეინჯერი ჩაერთვება. „ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად. დამწვარ ფართობზე დაზუსტებით ახლა ვერ ვისაუბრებთ. სავარაუდოდ, საუბარია 150 ჰა ფართობზე, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დასაზუსტებელია, ვინაიდან კერები ლოკალურად არის სხვადასხვა ადგილას. შესაბამისად, როცა დასრულდება პროცესი ჩვენ უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება, თუ რა მასშტაბზეა საუბარი. ზარალს რაც შეეხება, ზარალი გამომდინარეობს დაზიანების მასშტაბიდან”, - განაცახადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურადაა ჩართული პროცესში, ყველა სამსახური მობილიზებულია იმისთვის, რომ მოხდეს ხანძრის სწრაფი ლოკალიზება. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერის გადაწყვეტილებით თავდაცვის ძალების ჩართულობა. თუ ძლიერი ქარი არ იქნა და სხვა გარემოებები, ვფიქრობ, რომ ცეცხლის ლოკალიზება შესაძლებელია. დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბარი ზედმეტია. როგორც კი ცეცხლის პირველი კერა იქნა შემჩნეული, მაშინვე იქნა შესაბამისი სამსახურები ჩართული. ჩვენ ვერ დავაზღვევთ ცეცხლის გავრცელებას თუ ძლიერი ქარია”, - აღნიშნა მინისტრმა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)