01:55 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 10:55:33, 1695 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილს ეწვია

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილე დიმიტრი მედვედევი ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილს ეწვია, სადაც ვლადიმერ პუტინის სახელით უსაფრთხოების შეხვედრა გამართა.

მედვედევის თქმით, მან პუტინის სახელით გამართა შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხები აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე."განსაკუთრებული აქცენტი" გაკეთდა "LPR-ს და DPR-ს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან".

 "მე ვეწვიე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას, სადაც შევხვდი LPR-ს ხელმძღვანელებს ლეონიდ პასიჩნიკს და DPR-ს მმართველს დენის პუშილინს,"- წერს მედვედევი.

მედვედევის თქმით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა  რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ვლადიმერ კოლოკოლცევი, სამშენებლო სამინისტროს უფროსი ირეკ ფაიზულინი, FSB-ს დირექტორი [ უშიშროების ფედერალური სამსახური] ალექსანდრე ბორტნიკოვი და  საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics