|
2022-08-10 10:33:17, 1447 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ომი ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმში შეჭრით დაიწყო და მისი გათავისუფლებით დასრულდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ყირიმში ტერორისტულ საქმიანობას ეწევა და მსოფლიო იწყებს იმის აღიარებას, რომ მან „შეცდომა დაუშვა 2014 წელს, როდესაც გადაწყვიტა სრული ძალით არ ეპასუხა რუსეთის პირველ აგრესიულ ნაბიჯებზე“. მისივე თქმით, ნახევარკუნძულზე ოკუპანტების არსებობა საფრთხეს უქმნის ევროპასა და გლობალურ სტაბილურობას. "დღეს ყირიმის თემა ყურადღების ცენტრშია. და სამართლიანადაც ასეა, რადგან ყირიმი უკრაინის მიწაა და ჩვენ არასდროს დავთმობთ მას. არ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის ოკუპაციასთან ერთად დაიწყო.რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და დარჩება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. რუსეთმა ყირიმს მოუტანა მასიური რეპრესიები, ეკოლოგიური პრობლემები, ეკონომიკური უიმედობა და ომი, შავი ზღვის რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ბევრ ქვეყანაში არ იქნება სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობა, სანამ რუსეთი შეძლებს ჩვენი ნახევარკუნძულის სამხედრო ბაზად გამოყენებას.რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ, მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ დაიწყო ყირიმით და უნდა დასრულდეს ყირიმით, მისი განთავისუფლებით. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვამატებთ საჭირო კომპონენტებს. ყირიმის განთავისუფლების ფორმულა.მე ვიცი, რომ ჩვენ დავბრუნდებით უკრაინულ ყირიმში“- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს აფეთქებები მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის საკის რაიონში, ნოვოფედორივკაში მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე. რუსეთის მიერ დანიშნულმა "ყირიმის მეთაურმა" სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმში საკის აეროდრომზე არავის გაუსროლია, მაგრამ რატომღაც მოხდა საბრძოლო მასალის აფეთქება . მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყარომ TASS-ს განუცხადა, რომ აფეთქებები " სახანძრო უსაფრთხოების დარღვევამ " გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ არ იცოდნენ, რამ გამოიწვია აფეთქებები და შემდგომ ხანძარი საკის აეროდრომზე ნოვოფედორივკას მახლობლად.უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის მტკიცებით, კიევი არ მონაწილეობდა ნოვოფედორივკას აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებში, მაგრამ დასძინა, რომ აფეთქების უკან შესაძლოა უკრაინელი პარტიზანები იდგნენ.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)